|
2020-03-31 13:31:11, 1907 ნახვა
რეგიონი
ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდს შესასვლელთან საკონტროლო პუნქტი დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, ზუგდიდის შესასვლელთან, სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში იმყოფებოდა, სადაც ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება. პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ასევე საგუშაგოები განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთან მდებარე სოფლებში (ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი). ალექსანდრე მოწერელიამ საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და მათ 600 პირბადე გადასცა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დღეს 8:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)