18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 13:19:26, 2598 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს საშუალება, მოემსახუროს ცხელებიან პაციენტებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს საშუალება მოემსახუროს ცხელებიან პაციენტებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჰოსპიტალების მზადება რამდენიმე თვეა რაც ქვეყანაში დაიწყო.

„უკანასკნელ ხანებში ჩვენ გვქონდა პრობლემები, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულად კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი, რათა მათ უსაფრთხოდ მიიღონ, გაუწიონ საწყისი შეფასება იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს. სწორედ ამიტომ უკვე იდინტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics