|
2020-03-26 19:13:22, 2514 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთსა და სახელმწიფო სტრუქტურებს
„ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს და დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. „ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს, საზოგადოება, ვისაც ესმის, რომ ასეთი შეკრება არის კანონსაწინააღმდეგო და საფრთხის შემცველი. გარდა ამისა, ეს აქცია მიმართული იყო ასევე იმისკენ, რომ შეკრებილი საზოგადოება დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს იყო აქციის მიზანი", - განაცხადა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს მიზანი აშკარად გამოჩნდა, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას მოუწოდებს კონსოლიდაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებას და ამ იდეას თავად უპირისპირდება კონკრეტული საქმიანობით. „ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა შეაფასოსო საზოგადოებამ ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)