18:06 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 15:54:12, 1334 ნახვა

საზოგადოება
ქედის საბავშვო ბაღებში არამალფუჭებადი სურსათის კალათის გაცემა მიმდინარეობს

დღეს, ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით, 15 -ვე საბავშვო ბაღში დილიდან ყველა დადგენილი წესის დაცვით, ორგანიზებულად მიმდინარეობს პროდუქტების გაცემა - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ხაბაზი ავრცელებს. 

მისი თქმით, არამალფუჭებადი სურსათის კალათას, რომელშიც 7 სახეობის პროდუქტია მოთავსებული, 640 აღსაზრდელი მიიღებს.

პროცესს ადგილზე მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე გაეცნო: ,,მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს და ბაღების დირექციას, რომ ორგანიზებულად, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს ჩვენი აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა. 

 ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას  და მაქსიმალურად  ვცდილობთ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ჩვენი მუნიციპალიტეტის არცერთი მოსახლე. კიდევ ერთხელ,  მადლობა მინდა გადავუხადო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ჩვენს მოსახლეობას  და ჩემი მოწედებაც იქნება დარჩით სახლში, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics