|
2020-03-23 10:46:02, 4750 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია. მისი თქმით, ოთხივე პაციენტს ასაკობრივი ზღვარი და თანარსებული დაავადებები ახასიათებთ. „ამ ეტაპზე, ჩვენს ცენტრში დარჩენილი პაციენტებიდან, 30 პაციენტიდან 5-მა დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ 25 პაციენტიდან 4 პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულია ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა განპირობებულია, როგორც იცით ასაკობრივი ზღვარით. ოთხ პაციენტთან სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარია. ერთ-ერთ მათგანთან მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობით. ამავდროულად, თითოეულ პაციენტთან არის თანარსებული დაავადებები. ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავდება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)