|
2020-03-23 00:02:36, 4604 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან, ჯამში, 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან, ჯამში, 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე პაციენტი დღეს უკვე დატოვებს. „დღეს საღამოს მივიღეთ პასუხები, ვირუსი აღარ განისაზღვრა, უარყოფითია. ტესტები უკვე ჩატარებულია. განმეორებითი ტესტები აღარ არის საჭირო, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა. სხვა ანალიზებს გადავამოწმებთ, რადიოლოგიურ კვლევას ჩავატარებთ განმეორებით, ვინაიდან მათ შორის ერთ-ერთი ძალიან მძიმე იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაა საჭირო, რათა გადავამოწმოთ საბოლოოდ და გავწეროთ. ეს ხუთივე პაციენტი, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება კლინიკიდან. ნაწილი ბინაზე გაეწერება დილით და ნაწილი საღამოსთვის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური რაოდენობა ამ დრომდე სამი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)