|
2020-03-22 21:10:09, 1548 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება
მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება - საუბარია, დენის ვაუჩერებზე, ბიზნესისთვის - საშემოსავლო გადასახადის მოხსნაზე, რათა მათ შეძლონ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ვარიანტების შესახებ დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი. „თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით სხვა მიდგომაა საჭირო, მსხვილ კომპანიებში ვინცაა დასაქმებული და ვისაც დიდი ხელფასი ჰქონდა, მათ დანაზოგი აქვთ და მათთან სხვანაირი მოდელი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით ვაკეთებთ. ამავდროულად, ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. გვჯერა და ასეც იქნება, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ დონორებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, შემდგომში, შენელებული ეკონომიკა როგორ უნდა დასტიმულირდეს და რა საშუალებებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ბევრი საუბრობს სხვადასხვა ტიპის სოციალური მხარდაჭერის შეთავაზებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გეგმა იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი და ფინანსურად მდგრადი. „ჩვენ აბსოლუტურად ყველა მოსაზრებას ვისმენთ, ვაანალიზებთ. ეს ღონისძიებები უნდა იყოს მიზნობრივი, მაქსიმალურად სწორად უნდა მოიცვას ის ჯგუფები, ვინც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა, ეს ერთი და მეორე, ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვერდზე დგანან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, შეგვიძლია სესხის მოზიდვაც და ამას გავაკეთებთ კიდეც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ღონისძიებები უნდა იყოს ფინანსურად მდგრადი", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)