|
2020-03-20 22:30:32, 1496 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში, ირანში ან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა
„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ“, - ამის შესახებ საპატიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კორონავირუსის გამო, საერთო კოვზის ზიარებისას ეკლესიის პასუხიმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ზიარების წესი არ შეიცვლება. როგორც სინოდმა განაცხადა, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით რამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია. „არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე. სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემიები. ღრმად გვწამს, რომ ღვთისწყალობით და ყოვლადჭმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად, ერი და ბერი გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)