|
2020-03-20 16:18:15, 1406 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს. ამით ბოკერია პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური განხილვები ჩერდება. „საგანგებო ზომები უკვე ძალაშია, უნდა გვესმოდეს ყველას. თუ გახდება საჭირო საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმის შემოღება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს შემოღებული. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ ორივე ამოცანის გადაჭრა, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან, თუნდაც საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმი იყოს გამოცხადებული. ეს ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, როცა საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას, კერძოდ რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს, ამას თუ იტყვიან, მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად“, - განაცხადა ბოკერიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)