|
2015-08-07 11:38:53, 424 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აგრეთვე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშროლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს. საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის მნიშვნელობას, რომელიც 24-25 აგვისტოს თბილისში იმართება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მაღალ დონეზე უმასპინძლოს ბანკის აღნიშნულ შეკრებას. ფორუმის ფარგლებში, ქართული მხარე წარადგენს სპეციალურ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. როგორც აღინიშნა, აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსები. საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა მიმდინარე წლის 29 ივნისს, სხვა 56 ქვეყანასთან ერთად გახდა. საქართველოს მხრიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)