|
2020-03-18 21:00:24, 1169 ნახვა
საზოგადოება
ექიმების გასამხნევებლად ქვეყნის მასშტაბით „მადლიერების ტაშის“ აქცია გაიმართა- ვიდეო
21:00 საათზე მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3-ის“ თანაორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ტაშით გაამხნევეს. „ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)