|
2020-03-18 13:57:34, 1128 ნახვა
საზოგადოება
რუსეთმა დეპორტირებულ მოქალაქეებს ინდივიდუალური საქმის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა
რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი. ინდივიდუალურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო 2019 წლის 26 ივნისს გახდა. რუსეთის ფედერაციას მისთვის დაკისრებული თანხა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა. აღნიშნული ვადა 2019 წლის 26 სექტემბერს გავიდა. თუმცა, დადგენილ ვადაში რუსეთს საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის თანხა არ გადაუხდია. 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კომუნიკაციის ფარგლებში საიამ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა. პარალელურად, 2019 წლის 19 ნოემბერს საიამ წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს. წარდგენილ კომუნიკაციაში საია აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ მიკუთვნებული კომპენსაცია მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი მონაცემები მიაწოდეს. დამატებით საია ასაბუთებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად. 2019 წლის 29 ნოემბერს საიას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსგან ეცნობა, რომ ერთ მომჩივანს უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა თანხა, დანარჩენ 7 მომჩივანთან მიმართებით კი რუსეთმა დამატებითი საბუთების წარდგენა მოითხოვა. საიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხელახლა წარუდგინა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რის შემდეგაც 2020 წლის 21 იანვარს სამინისტროსგან გვეცნობა, რომ 6 მომჩივანს თანხა ჩაერიცხებოდა, ხოლო მე-7 მომჩივანთან მიმართებით კვლავ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა საჭირო.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)