|
2020-03-17 23:51:48, 2630 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის საკუთარი ხალხი და ქვეყანა მეორეხარისხოვანია
„დღეს არის ერთად დგომის და სოლიდარობის დრო - ყველამ უნდა ვიმუშავოთ ეპიდემიის შეკავებისთვის, - ამ დროს ოპოზიციის ერთი ნაწილი აგრძელებს ბოიკოტს, რომელიც დაწყებული ჰქონდა გასულ წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად ნიჰილიზმის დათესვის და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობებისა, მთავრობა და პარლამენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. „პარლამენტი მუშაობს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება, იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მთავრობის დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს და ეს ეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც. როგორც კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა იქნება და მთავრობა მოგვმართავს ამ დასაბუთებით, პარლამენტი მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს ასეთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, პოლიტიკური ბოიკოტი ასეთ დროს გაუგებარია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი „ჩაკეტილია თავის ვიწრო პოლტიკურ დღის წესრიგში და ხშირად, მოკლებულია ადეკვატურობასაც".
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)