|
2020-03-17 17:18:39, 1609 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა 19 მარტიდან დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ. თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ. პროდუქტების გაცემისთვის მომზადების პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N9 და N143 ბაღებში გაეცნო და ადმინისტრაციას იმ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დაცვაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია. „თბილისში მოქმედი 181 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილია პროდუქტების ნაკრები, რომელიც შევადგინეთ სპეციალისტების რეკომენდაციით. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი. ამასთან, ბაღის პერსონალი გაატარებს ყველა ჰიგიენურ-სანიტარიულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, არამალფუჭებადი პროდუქტები ხუთი დღის განმავლობაში გაიცემა და აღსაზრდელების მშობლებს მისი მიღება ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში, ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)