22:27 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 15:18:59, 1555 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სამსახურებთან დაკავშირებითაც გაცემულ იქნა რეკომენდაცია, უნდა იყოს დისტანციური მუშაობა

მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება საქართველოს მასშტაბით აიკრძალოს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღესა განცხადება გააკეტა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ უნდა იარონ მგზავრებმა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით.

მისი თქმით, მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან. 

კითხვას, თუ რა უნდა ქნან იმ ადმაიანებმა, რომლებიც თბილისში სამსახურში ჩამოდიან, კალაძემ განაცხადა, რომ გაიცა რეკომენდაცია დისტანციურად მუშაობის შესახებ.

მანვე განმარტა, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნაც არ იგეგმება.

„მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი გადაადგილებისგანაც და სამსახურებთან დაკავშირებითაც გაცემულ იქნა რეკომენდაცია, უნდა იყოს დისტანციური მუშაობა, რა ღონისძიებებსაც უკვე შესაბამისმა უწყებებმა. გუშინ იყო საუბარი რესტორნების, კაფე-ბარების დროებიტ მუშაობის სეჩერებასთან დაკავსირებით, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სახლში დარჩენასტან დაკავშირებით, ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც იძლეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები. შესაბამისად, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ამ დრეების განმავლობაში გავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics