|
2020-03-17 11:36:13, 1348 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ კაპიტალმა ონლაინ კონფერენცია ჩაატარა თემაზე - COVID-19-ის გავლენა ბიზნესგარემოზე
„თიბისი“ კაპიტალმა ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა თიბისის პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ კონფერენციაზე განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესის 250-მდე წარმომადგენელი ჩაერთო. დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება. „თიბისი“ კაპიტალის შეფასებით, ტურისტული შემოდინების კლება თვეების ჭრილში აპრილსა და მაისში მიაღწევს მაქსიმუმს. საბაზო სცენარის მიხედვით, ვითარების ეტაპობრივი ნორმალიზება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყება, ხოლო წლის ბოლოსთვის ზრდა განახლდება. ჯამურად, 2020 წელს ტურისტული შემოსავლების 25%-იანი კლებაა ნავარაუდევი. „მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, თიბისის გუნდი ჩვენს პარტნიორებს აქტიური დიალოგის რეჟიმში ვემუშავებით სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად. ბიზნესსექტორების მონაწილეებს პროაქტიულად ვთავაზობთ და ვახდენთ სესხის მომსახურების შეღავათიან სტრუქტურის მორგებას. თიბისის ყველა მიმართულება შეთანხმებული სამოქმედო გეგმით ვხელმძღვანელობთ, რათა სამუშაო პროცესის უწყვეტობა და ოპერაციების სრულყოფილად, ამასთან მაქსიმალურად დისტანციურად შესრულება უზრუნველვყოთ. დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი ძლიერი ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის კარგად შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება. სიტუაციის ცვალებადობიდან გამომდინარე მსგავს ანალიზს რეგულარული ხასიათის იქნება და ჩვენს განახლებულ რეპორტს საზოგადოებას მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში შევთავაზებთ", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. თიბისი კაპიტალის მომზადებული ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Category/Macro-Reports
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)