|
2020-03-16 18:45:10, 1415 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიმოქცევაში არსებული ფული 14 დღის განმავლობაში საკასო ცენტრში შეინახება
ეროვნული ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით, კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მიმოქცევაში ბანკში სეშული ფული საკასო ცენტრში 14 დღის განმავლობაში განთავსდება და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებ პლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს. 1-ელი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ცნონით, 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტის მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)