01:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 13:42:08, 2554 ნახვა

ომი უკრაინაში
მთავრობა კაფეებსა და რესტორნებს რეკომენდაციით მიმართავს, შეზღუდონ უშუალო მომსახურება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics