23:36 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:07:38, 1409 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგი და ამაზე სახელმწიფო ზრუნავს

„ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგი და ამაზე სახელმწიფო ზრუნავს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრთან მსხვილი სასურსათო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მუდმივი მონიტორინგის სისტემა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ გვქონდეს მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან რეგულარული კომუნიკაცია. ეს უკავშირდება როგორც იმპორტიორებს, ასევე, ადგილობრივ მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს და საცალო ქსელების წარმომადგენლებს. შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის კუთხით დეფიციტის საშიშროება არ გვაქვს. პანიკის საფუძველი არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics