00:41 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 15:31:27, 1387 ნახვა

საზოგადოება
სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება 1-ელ აპრილამდე შეწყდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, დროებით, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს.

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ და შესაბამისად, ბავშვები მომსახურებას მიიღებენ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. ბავშვები არ დაზარალდებიან და მათი თერაპიული სეანსები მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად დაფინანსდება.

რაც შეეხება უშუალოდ მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, პროგრამის მომსახურებაში ჩართული დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული არ არის და ისინი დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან. აღნიშნული ცენტრები თბილისის მერიის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პროგრამების ფარგლებში, ასევე, შიდა სტანდარტით, ე.წ. კერძო მომსახურებას ეწევიან. ცენტრების თანამშრომლები შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის ხელმძღვანელებთან აფორმებენ და შესაბამისად, ისინი არ არიან თბილისის მერიის მიერ დასაქმებული პირები.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მერიას შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ, რომ თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში არ გაუშვან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics