|
2020-03-12 16:11:58, 1496 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში გზის რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკი და 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 124 000 ლარია გამოყოფილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)