01:51 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 11:54:58, 1494 ნახვა

საზოგადოება
მდინარე სკინტავა „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ლარვით დათევზიანდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ საქართველოს „წითელი ნუსხის„  სახეობა  ნაკადულის კალმახის 20 000-მდე ლარვა იმერეთის რეგიონში, მდინარე სკინტავას სათავეში გაუშვა.

ასევე, მდინარეში ნაკადულის კალმახის ქვირითი თვალების სტატიაზე განთავსდა, რაც  ველური პოპულაციის თანამედროვე მეთოდით მიღებას გულისხმობს. სააგენტოს მიზანია, ადამიანის მიზერული ჩარევით იშვითი სახეობა, ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენა ბუნებაში.

2016 წლის სექტემბრიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის  100 000 მდე ლარვაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის  კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics