|
2020-03-11 15:52:54, 1655 ნახვა
საზოგადოება
„M2ჯგუფი“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობას იწყებს
„M2ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. მშენებლობის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „M2-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბურდილაძესთანერთად იმყოფებოდა. კახა კალაძემ „M2 ჯგუფის“ მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა, ხოლო პროცესში ჩართულ უწყებებს - პროკურატურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდემოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობის და კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება - მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლებიდაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს, წვალობს, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში,ყველაფერი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მშენებლობების დასრულების მიზნით, „M2 ჯგუფი“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და„M2 ჯგუფის“ მიერსრულად ფინანსდება. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი სამშენებლო კომპანია BK Construction-ი უზრუნველყოფს. „M2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეულიშეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები „სვეტის“ დანარჩენ ობიექტებზე ეტაპობრივად განახლდება და სამ წელიწადში დასრულდება. 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს. ღონისძიებას თბილისის მერიის, „M2 ჯგუფისა“ და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, სვეტის“ მიერ დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)