13:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 13:06:49, 2372 ნახვა

სამართალი
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით  მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის  ბრალდებული ი.დ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულ პირს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ.ხაშურში ი.დ.  ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა. ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით  ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა.  ნ.გ. -მ  სიცოცხლის გადარჩენის მიზნით  იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით,  თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი  რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების  შედეგადაც  ნ.გ.  საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.დ. 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics