02:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 17:27:41, 1358 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სკოლები დამატებით სადეზინფექციო საშუალებებს მიიღებენ

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. იმისათვის, რომ სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და რისკები ეფექტიანად იყოს თავიდან აცილებული, სამინისტრო ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1800-ზე მეტ საჯარო და  150-ზე მეტ კერძო სკოლაში.

რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებისთვის/ორგანიზაციებისთვის შემუშავებულია  რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლებისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შეძენა.

მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, სკოლებს, სადაც წყალმომარაგების სისტემის პრობლემა არსებობს და ჰიგიენური ნორმების სრულყოფილი დაცვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სადეზინფექციო დისპენესერსა და სადეზინფექციო საშუალებებს გადასცემს. 

5000 ცალი ხელის სადეზინფექციო დისპენესერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალებები საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლას გადაეცემა. 

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics