|
2020-03-10 15:34:58, 2416 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კოალიცია არც ერთ ვარიანტში არ დაგვჭირდება, არჩევნებში 50%-დან 60%-მდე ხმებს მივიღებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციად არ ჩამოყალიბდება. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმათა 50%-დან 60%-მდე რაოდენობას მიიღებს. „კითხვები, რომლებიც მაჟორიტარების მხრიდან ისმოდა მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, პასუხგაცემულია. აქედან გამომდინარე, მაჟორიტარებს ამ შეთანხმებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ოლქების ცალკე აღებული განსხვავება, როდესაც ჩამკეტი ერთი და იგივე შედეგს გვაძლევდა, უფრო აწყობდა ხელისუფლებას მისი რეიტინგიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ კოალიცია არც ერთ ვარიანტში არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ 41%-ს ზევით მაჟორიტარების წარმატების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე შანსი, რომ დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, შევქმნათ მყარი უმრავლესობა და როდესაც 50%-დან 60%-მდე ველოდებით, აქ უკვე კითხვის ნიშნები აღარ რჩება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)