02:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 12:13:37, 1651 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროში რეკომენდაციით გათვალისწინებული სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამინისტროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, სამინისტრომ ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავად ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო გამოსვლისგან და ამ ეტაპზე ის თვითიზოლაციაში იმყოფება, რაც ადასტურებ მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. სწორედ ეს ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად იური ნოზაძეს არ დაუდგინდა კორონავირუსი, შესაბამისად გავრცელების რისკი ამ წყაროზე არ არსებობს. მისი ვაჟი კი ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში - საჩხერეში იმყოფება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics