02:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 18:00:39, 2271 ნახვა

საზოგადოება
5 რჩევა „თიბისისგან“, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ.

დღესდღეობით ნაღდი ფულის  მრავალი ალტერნატივა არსებობს. „თიბისი“ 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას:

·         დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის

თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა.

·         Apple Wallet

მომხმარებლებს, რომლებსაც  Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ელექტრონულ საფულეში დაამატონ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადონ ყველგან, სადაც ტერმინალებია განთავსებული

·         TBC Wallet

მომხმარებლებს, რომლებსაც ანდროიდის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ თიბისის ელექტრონული საფულის გამოყენება.

·         QR კოდით გადახდა

ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდია განთავსებული, შესაძლებელია  QR კოდის მობაილბანკიდან დასკანერება  და ნაღდი ფულის გარეშე გადახდა.

·         ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა

ნაღდი ფულის მაგივრად შესაძლებელია საბანკო ბარათის გამოყენება,  რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, შესაძლებელია სტიკერის მიმაგრება  სასურველ ნივთზე,  მაგალითად, მობილურ ტელეფონზე. საკმარისია სტიკერის ტერმინალთან  მიახლოება და გადახდის დაფიქსირება. 

თიბისი სამაჯურით შესაძლებელია ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე გადახდა. სამაჯურის უპირატესობა ის არის,  რომ ის სრულად უკონტაქტოა - გადახდისას მომხმარებელს არ უწევს  არც ბარათზე და არც ტელეფონზე შეხება. სამაჯურის ტერმინალთან  მიახლოებით  გადახდა შესრულებულია.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics