16:45 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 13:36:49, 1597 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი საარჩევნო სისტემაზე - შეთანხმება გააძლიერებს დემოკრატიას და საქართველოს ერთი ნაბიჯით დააახლოვებს ნატოსთან

„შეთანხმება გააძლიერებს დემოკრატიას და ერთი ნაბიჯით დააახლოებს ნატოს პარტნიორობასთან“, - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ გრძელი გზა იყო შეთანხმებამდე, მაგრამ დემოკრატიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა.

„დემოკრატია მარტივი არაა, ის რთული საქმეა, მაგრამ უდაოდ ღირს ამად. მინდა ქართველ ხალხს მივულოცო პროდემოკრატიული რეფორმის მიღწევა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ.

მივესალმები იმ პოლიტიკური პარტიების ჩართულობას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მოლაპარაკების მიღწევაში, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალაკვაძისა და აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის ჩართულობას. გრძელი გზა იყო შეთანხმებამდე, მაგრამ ეს კომპრომისი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა.

ვამაყობ, რომ ამ გადაწვეტილების ჩემი როლი შევიტანე. გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო აშშ-ს პარტნიორად დარჩეს. ეს შეთანხმება გააძლიერებს დემოკრატიას და ერთი ნაბიჯით დააახლოებს ნატოს პარტნიორობასთან. მე გავაგრძელებ საქართველოში ვიზიტსა და პოზიტიური მომენტების შექმნას“, - წერს ადამ კინზინგერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics