04:02 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 16:15:30, 1798 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში 17 სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის  რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში,  33 პროექტი ხორციელდება. 

ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია  17 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის,  სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის  მეორე შესახვევის N14 კორპუსის და  მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოში.

სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში  შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400  კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების  ღირებულება 42 114   ლარს შეადგენს.

სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები.  სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება. 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის  რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან  ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics