|
2020-03-08 12:22:53, 2004 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ქალებს - არ შეშინდეთ, არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ პრობლემაზე, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს. "ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს, რომელთა შრომა, მიზანდასახულობა, გონიერება, გულისხმიერება, ზრუნვა და, რასაკვირველია, სიყვარული აქცევს თითოეულ ჩვენგანს პიროვნებად. მივმართავ საქართველოში მცხოვრებ იმ ქალებს, რომლებიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლნი ან ახლაც განიცდიან სხვადასხვა სახის ზეწოლას - არ შეშინდეთ, არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ პრობლემაზე, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის; თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და თქვენ გვერდით ვართ ჩვენ, საზოგადოება, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია ჩაგვრა და ძალადობა. ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს! გილოცავთ ” -წერს კალაძე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)