|
2020-03-06 14:00:40, 1219 ნახვა
საზოგადოება
სილვიო დომენტე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე ფრენების აკრძალვის რეკომენდაციას არ გასცემს
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე, ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის რეკომენდაციებს არ გასცემს. ამის შესახებ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის წარმომადგნელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს შეზღუდვების დაწესება საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ეს სავალდებულო არ არის. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ უსაფრთხოების ზომები ლაბორატორიებში და ვისაუბროთ ჯანდაცვის მზაობის შესახებ. რაც შეეხება ფრენების აკრძალვას და სხვა შეზღუდვებს, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, არ გასცემს რაიმე რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად შეიძლება გაატარონ დამატებითი ზომები. ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ ამ ზომების შესახებ აცნობონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ყველა საკითხი დაასაბუთონ. თუ საქართველო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, იმედია, ეს იქნება მოკლევადიანი“, - განაცხადა სილვიო დომენტემ. ცნობისთვის, სილვიო დომენტემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გააცნეს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)