05:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 13:02:01, 1356 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - მზად ვართ, გავუმკლავდეთ ამ რაოდენობით არსებულ ინფექციას საქართველოში

„ამ ეტაპისთვის, საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოშია დაფიქსირებული“, - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინიტრმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან არსებული მიზნები მიღწეულია.

 „ჩვენი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით უკვე ინფექციის შემოსვლას საქართველოში და ამ ეტაპისთვის, საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოშია დაფიქსირებული. არის ეს საკარანტინე ადგუილები თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. შემდეგი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ინფექციის აღმოჩენა მაქსიმალურად საზღვართან ახლოს და ეს მიზანიც სახელმწიფოს მხრიდან მიღწეულია. ამ მიზანს მოყვებოდა ის ნაბიჯი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კარანტინში, თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტების დროული იდენტიფიცირება იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ინფექციის გადაცემა უკვე ქვეყნის შიგნით და ეს პირობაც არის ძალიან კარგად შესრულებული. დღესდღეობით, ჩვენ გვყავს 170 პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო სივრცეებში, გვყავს 32 პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან სტაციონარში და აქედან 9 პაციენტი, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ინფექცია. დამატებით სხვა პაციენტებზე მიმდინარეობს მოკვლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავისრუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics