06:02 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 17:30:49, 1959 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი - ზიარების წესის შეცვლაზე მსჯელობა შეუძლია ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება

„მსჯელობა, რომ რაიმე ზიარების წესში შეიცვალოს შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ რეალურად ღმერთთან ურთიერთობაში  შედის ზიარების დროს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, საზოგადოებას ზიარების წესზე ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

„მსჯელობა, რომ რაიმე ზიარების წესში შეიცვალოს შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ რეალურად ღმერთთან ურთიერთობაში  შედის ზიარების დროს. 1000 წელზე მეტი არის, რაც ეს ტრადიცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ყოფილა სხვადასხვა ეპიდემია და არასოდეს ეკლესიას არ უმსჯელია, რომ რაიმე წესი შეეცვალა აი ამ ზიარების ფორმასთან დაკავშირებით. ცვლილებებზე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ტვ.პირველის" ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics