|
2020-03-05 10:13:47, 1702 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - კორონავირუსის გავრცელებას გარკვეული ზეგავლენა უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ტურიზმზე
„რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით დღევანდელი დრისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელბიც პირდაპირ არის დაკავსირებული ტურიზმთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ მტავრობა მის ხელში არსებულ ყველა რესურსს განმოიყენებს, რათა რაც შეიძლება მცირედი ზეგავლენას იქონიოს კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაზე. „მოგეხსენებათ უწყებათაშორისი დროებითი საბრჭო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელბიც პირდაპირ არის დაკავსირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს მთავრობის ხელში არის, როგორც მონეტარული ასევე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედება ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)