06:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 17:45:37, 1683 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე კორონავირუსზე - გუშინდელთან შედარებით ეპიდსიტუაცია დიდად არ შეცვლილა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„დღევანდელი რიცხვით სულ  ქვეყანაში მოყოლებული 30 იანვრიდან, არის შესაძლო შემთხვევა 239 და აქედან როგორ მოგეხსენებათ სამი რჩება ისევ დადასტურებული შემთხევევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 16 ნიმუშს იკვლევენ.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია დიდად არ შეიცვალა გუშინდელთან შედარებით. დღევანდელი რიცხვით სულ  ქვეყანაში მოყოლებული 30 იანვრიდან, არის შესაძლო შემთხვევა 239 და აქედან როგორ მოგეხსენებათ სამი რჩება ისევ დადასტურებული შემთხევევა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ დადასწურებული შემთხვევა არ გვქონია. დღევანდელ დღეს ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი დილიდან 21 ნიმუში. აქედან 16 გახლდათ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე 5 იმერეთიდანაა. 5-ის ტესტირება დამთავრებულია ყველა გახლავთ უარყოფითი. 16-ის ტესტირება მიმდინარებს და კიდევ 8 ნიმუშია აღებული. კარანტინში იმყოფება 140 ადამიანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics