|
2020-03-04 12:33:37, 1202 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა. „კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში, 20 000 მ²-ზე მოეწყო. გზის არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია კომპანია „ჯი არ ჯიმ“ განახორციელა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)