15:21 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 12:20:20, 1116 ნახვა

პოლიტიკა
ჰარცელი - თუ დიალოგის პროცესში წარმატება მიიღწევა, ეს იქნება ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში რაღაც იცვლება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს.

როგორც მან აღნიშნა, თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„მოლაპარაკების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვფიქრობ არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს მოიძებნოს კომპრომისი. საბოლოოდ კიდევ ვიტყვი, რომ თუ დიალოგის პროცესში იქნება წარმატება მიღწეული, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს მხრიდან ევროპელი და  საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics