07:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 11:42:53, 1092 ნახვა

საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კრონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაია აღნიშნავს, რომ სამი დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ყოველდღიურად უტარდება კვლევა.

„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კრონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. 16-ვე გადაყვანილ იქნა საკარანტინო სივრცეში. ამჟამად ჩვენთან წევს 24 პაციენტი. ამ 24 პაციენტიდან ტესტირებაზე ასაღები არის 11 პაციენტი. 11 პაციენტს დღეს აეღება ცხვირ-ხახის ნაცხი ტესტირებისთვის. თქვენთვის საინტერესო სამი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics