|
2020-03-04 11:14:22, 1053 ნახვა
კომენტარი
ბესელია პრეზიდენტის მოხსენებაზე - მან უცილობლად უნდა ისაუბროს პოლიტიკურად მწვავე პროცესსა და გამოსავალზე
„ჩიხური ვითარებაა და გამოსავალია მოსაძებნი დიალოგისა და კომპრომისის გზით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან, ალბათ, უცილობრივ უნდა ისაუბროს ამ პოლიტიკურ მწვავე პროცესზე, გამოსავალზე“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო სისტემაზე, კომპრომისის აუცილებლობაზე, ძალადობრივ გარემოსა და 20 ივნისი ღამეზე. „პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროსა და ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეხლა, ვიდრე ეს იქნებოდა, მაგალითად თუნდაც გასულ წელს. იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნი წელი, ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ჩიხური ვითარებაა და გამოსავალია მოსაძებნი დიალოგისა და კომპრომისის გზით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან ალბათ უცილობრივ უნდა ისაუბროს ამ პოლიტიკურ მწვავე პროცესზე, გამოსავალზე და ასევე ველოდები, რადგან ის არის ქალი პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში ისევ დგას მწვავედ ქალთა ძალადობისა და ქალის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და აქ სად ხედავს ის თავის როლსა და პრეზიდენტის თუნდაც მანდატს, რა შეიძლება რომ გაკეთდეს. მგონია, რომ უნდა შეეხოს ისეთ მწვავე თემებს, რომელიც დღეს ყველაზე პრობლემატურია ქვეყნისთვის. ესაა პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო სისტემაზე, კომპრომისის აუცილებლობა, ძალადობრივი გარემო, 20 ივნისი - მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)