07:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 17:19:06, 1440 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და მოქალაქეებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს მადლობას უხდის.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა მოქალაქეთა კონსოლიდაციისა და კარანტინში მყოფი პირების პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

„პირველ რიგში, მადლობა ექიმებს, ექთნებს, მედდებს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და საკოორდინაციო ჯგუფში აქტიური მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც საზღვარზე - მესაზღვრის ან მებაჟის ფუნქციით, აბსოლუტურად  გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის ფუნქციებს ყოველდღიურად. ეს მადლობა გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომის ობიექტური შეფასებიდან, რომლებიც ყოველდღიურად ამ გამოწვევას ებრძვიან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთო გამოწვევა, რასაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. აქ არ არის პანიკის და შიშის ადგილი, საჭიროა ეფექტური შრომა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. მოქალაქეების მხრიდან ასეთი დონის კონსოლიდირება, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, კარგა ხანია არ ყოფილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი ანგაჟირებულობის გარეშე, თითოეული ჩვენგანი, იქიდან, სადაც ვართ - მოქალაქე, ექიმი, მედდა, მებაჟე, პოლიციელი, ყველა უნდა ვემსახუროთ სახელმწიფოს. ეს არის მთავარი ამოცანა და არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობის ნაწილი ვართ ჩვენ, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის თუ ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც ახლა კარანტინის ზონაში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მათ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება სრულად მისაღებია და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics