|
2020-03-03 13:27:16, 1997 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - თავად შეთანხმდნენ, რამდენი პროცენტი უნდათ საარჩევნო ბარიერი და ის ჩაიწერება პროექტში
„რომელიც უნდათ, ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე. საარჩევნო ბარიერიც რამდენი პროცენტი უნდათ, ერთი, ორი, სამი, თვითონ გადაწყვიტონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 40 საარჩევნო ოლქზე ქვემოთ გეოგრაფიულად შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და აღნიშნული, არასერიოზულ სახეს იძენს. „როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. 130/20-ზე, 125/25-ზე, რაც გუშინ გაახმოვანეს, რაც არ უნდა გადათამაშება იყოს, ხომ იმ პრინციპის დაზღვევას ემსახურება, რასაც 40 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქვია? ანუ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უმრავლესობა და მთავრობა ვერ დააკომპლექტოს. თუ ისეთ ფორმულას და მექანიზმს ვთავაზობთ, სადაც ყველა ვარიანტში გარანტირებულად 40 პროცენტით და უფრო დაბალი პროცენტით 76 მანდატის მიღება ხდება, რაღა მნიშვნელობა აქვს მათთვის მაჟორიტარი 20 იქნება, 25 თუ 40? რომელიც უნდათ, ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე. 40 საარჩევნო ოლქზე ქვემოთ გეოგრაფიულად შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს საუბარი. საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდათ ერთი, ორი, სამი, თვითონ გადაწყვიტონ, 34 პარტია შეთანხმდეს და თქვან, რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება პროექტში. არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად არასერიოზულია“, – განაცხადა მდინარაძემ.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)