|
2020-03-02 18:38:35, 2407 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს" - უპასუხისმგებლობაა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის დეზინფორმაციის გავრცელება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ მიმართვას პახუობს და ამბობს, რომ უპასუხისმგებლობაა, როდესაც საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის დეზინფორმაციის გავრცელება. ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ ისინი აქტიურადა არიან ჩართულნი ახალი კორონავირუსის გავრცელების მინიმალიზაციის საკითხებში. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ დეზინფორმაციას და საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს შემდეგს: 2020 წლის 26 თებერვლის #337 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) სათანადო ასიგნებების გამოყოფა. ამასთან ერთად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურის მთელი სისტემა, აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის საბაჟო გამშვები პუნქტები (მათ შორის აეროპორტები/სახმელეთო გადასასვლელები/რკინიგზის სადგურები/საზღვაო პორტები) სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო სახარჯი მასალებით, მათ შორის, სამედიცინო დოლბანდებით, ბახილებით, სამედიცინო ხსნარებით, კომბინიზონებით, სამედიცინო ხალათებით, ასევე, დისტანციური (უკონტაქტო) თერმომეტრებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით, 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს. ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის დღეს არსებული მარაგები არის სრულიად საკმარისი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვას, რომელზედაც დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ ამოიწუროს არსებული მარაგები და არ შეფერხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მისი მართვის ღონისძიებები. ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. მნიშვნელოვანია, რომ დამატებით მოხდება 9 საბაჟო-გამშვები პუნქტის აღჭურვა თერმოსკრინინგის კამერებით. შესაბამისად, ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, არის ტყუილი. მაშინ, როდესაც ამ ახალ გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ვფიქრობთ, უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის იმდაგვარი განცხადების გაკეთება, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტორში.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)