08:17 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 15:45:44, 1148 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.

მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას და აღნიშნა, რომ ის თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა მაგალითის მომცემია.  მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მიუსამძიმრა.

„მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე, და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეო კონფერენცია სადაც ჩინელი ექიმები, ქართველ სამედიცინო პერსონალს, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.  ეს რა თქმა უნდა იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები რასაც საქართველო ახორციელებს დადებითად შეაფასა.

„დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით,  ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეო კონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა სწორედ მათგან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ლი იანმა, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics