|
2020-03-02 14:58:40, 1858 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - შეთანხმება ვერ მოხდება, თუ არ დამტკიცდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც არის 130/20-ზე
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ იმ შეთხვევაში შედგება, თუ ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტზე იქნა მიღწეული შეთანხმება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდთან შეთანხმება ვერ მოხდება, თუ არ შეწყდება პოლიტპატიმართა დევნა და არ დამტკიცდება არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე. „საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტზე იქნა მიღწეული შეთანხმება - ეს არის პოლიტიკურ პატიმართა დევნა, მათი გამოშვება და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება. პროპორციული სისტემაც რომ შემოიტანოს ხვალ ბიძინა ივანიშვილმა, რაც არარეალისტურია, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან არ ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდოგმარეობაში, თქვან, რომ რადგან გვიჭერენ ხმას არ ვაძლევთ. ხმას მივცემთ იმას, რაც ქვეყნისთვის კარგია. 110/40-ს ხმას არ მივცემთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)