|
2020-03-02 11:48:41, 2569 ნახვა
რეგიონი
გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცის მოწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით გადაწყდა. „სამხედრო ჰოსპიტალში რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტების მოთავსება და მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით მოხდება. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. შექმნილია კრიზისული სიტუაციის მართვის ჯგუფი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი შესაბამისი რეკომენდაციებით მოქმედებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)