|
2020-03-02 10:44:42, 1003 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრომ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ, შეხვედრა გამართა
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობირების ამაღლება, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი თემებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. შეხვედრა საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით ქვეყანაში დაგეგმილია ეროვნულ დონეზე მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა გახსნა, რომელმაც პროექტის მიზნებზე და ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრები ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი არასამთავრობო, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების, მედიის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 7 წლის განმავლობაში განხორციელდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)