|
2020-02-29 15:22:39, 2197 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო უწყება განაგრძობს აქტიურ კომუნიკაციას, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველ უცხოელებთან
„საგარეო უწყება განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს დღეს კიდევ ერთხელ მიეწოდათ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მგზავრობის მსურველმა პირებმა, როგორც მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ასევე ზოგადად ვირუსის გავრცელების პირობებში მოგზაურობის დროს. „24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები და სადაც კონცენტრირებულები არიან საქართველოს მოქალაქეები. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ეძლევათ ინფორმაცია და საჭირო კონსულტაცია საქართველოში მგზავრობის შესახებ და ასევე აუცილებელი პრევენციული ზომების თაობაზე. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები გავუზიარეთ ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დიასპორული ორგანიზაციების სახით. ასევე როგორც ცნობილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს შეზღუდვები ფრენებთან და სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით. კვლავ შეჩერებულია ფრენები ჩინეთთან, ირანთან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა შევაჩერეთ და ასევე იტალიაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო ფრენების სიხშირე შეამცირა კომპანია ვიზეარმა და რაინეარმა. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ინფორმაციის გაცვლას მათთან, როგორც საქართველოში არსებული ვითარების, ასევე მათ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ვებ-გვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება რეკომენდაციები როგორც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველთათვის.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)