|
2020-02-29 13:16:25, 8237 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. „ლაბორატორიულად იქნა შესწავლილი 93 შემთხვევა და დღეს დილას დაემატა კორონავირუსის მესამე ლაბორატირიულად დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი მოთავსებული გახლავთ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც გუშინ მოთავსდა. გვიან ღამით დამთავრდა კვლევები და კიდევ ერთხელ გადამოწმდა. ინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია ირანში და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ისინი ერთად გახლდნენ ირანში. შემდგომ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, რამდენიმე დღე იყო აზერბაიჯანში, გუშინ შემოვიდა საქართველოში. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა საზღვარზე და გადაყვანილი იქნა საგანგებო სამსახურის მიერ ინფექციურში. ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. ზოგადად, სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მეორე შემთხვევა კი 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეს, 31 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,700-ს აღემატება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)