|
2020-02-29 11:54:06, 2703 ნახვა
მსოფლიო
საპორტესტო აქციების გამო, ჰაიტიზე კარნავალი გაუქმდა
ჰაიტის წლის ყველაზე დიდი დღესასწაული, კარნავალი გაუქმდა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო,რაც პორტ-ო-პრინცში მასობრივი საპოტესტო აქციისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მედიის ცნობით, აქციაზე მინიმუმ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჰაიტიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მომიტინგეები, ანუ ქვეყნის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, მათ შტაბს თავს დაესხნენ. რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ჰაიტია პოლიცია უკვე რამდნეიმე თვეა უკეთეს ანაზღაურებასა და პირობებს ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით მათ მოთხოვნას გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორც CNN-ი იუწყება, რომ აქციაზე პოლიციის თანამშრომლებმა ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ჰაიტის კარნავალი ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და სამი დღის განმავლობაში გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)